6:16 PM წიგნის ქურდი |
ავსტრალიელი მწერლის,მარკუს ზუსაკის ნოველა "წიგნის ქურდი" 2005 წელს გამოქვეყნდა.წიგნი 230 კვირა "ნიუ-იორკ თაიმზ ბესტსელერის" სიას არ ტოვებდა. ყველა წიგნი, რომელიც ოდესმე ფაშისტურ გერმანიაზე წამიკითხავს, მხოლოდ ერთი, ებრაელების მხრიდან იყო დანახული. საძაგელი, აუტანელი, ფაშისტი გერმანელები და კარგი ებრაელები. ანუ თეთრები და წითლები (ვინმეს გაქვთ იანუშ კორჩაკი წაკითხული?), ბოლშევიკები და მენშევიკები, გლეხები და კულაკები- ანუ მხოლოდ თეთრი და მხოლოდ შავი რომ არსებობს, აი ის წიგნები…
ამ წიგნში ჩვეულებრივი გოგო ცხოვრობს, უზარმაზარი უბედურებებით და პატარ-პატარა ბედნიერებებით. გოგოს ამბავს კი სიკვდილი გვიყვება. ხო, აი ის სიკვდილი, ცელით რომ დადის და ჩვენს სულებს აგროვებს. თან ცას აკვირდება, რომ ყურადღება რამეზე გადაიტანოს. ამ წიგნის სიუჟეტში რამდენიმე ამბავი სინამდვილეში მომხდარი ამბებია. მარკუსის დედა მეორე მსოფლიო ომისდროინდელ გერმანიაში ცხოვრობდა და საკუთარი თვალით ხედავდა, როგორ მიერეკებოდნენ ებრაელებს დახაუში. ეს არის ისტორიები ტკივილზე, გულმოწყალებაზე, სიკეთეზე, სიყვარულზე და კიდევ იმაზე, რომ აუცილებლად, ნებისმიერ დაბრმავებულ ბრბოში, ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ საღი აზრი და იბრძვიან. ისე, როგორც შეუძლიათ. მეგობრობაზე პატარა გოგოსა და მის ოჯახში შეფარებულ ებრაელზე, იმაზე, როგორ ცვლიან ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალები მთელ ჩვენს ცხოვრებას. ეს არაა ჩვეულებრივი წიგნი. თხრობის მანერა ოდნავ ირონიულია, იოლად წასაკითხი. და ძალიან დიდხანს გამახსოვრდება. და კიდევ სიტყვების ძალაზე და იმაზე, როგორ იპარავდა ერთი პატარა გოგო წიგნებს და როგორ გაყიდა ღარიბმა მამამისმა მთელი თამბაქო, რომ დაბადების დღეზე ნაშვილები ბავშვისთვის ძველი, ნახმარი წიგნები ეყიდა.
მთავარი პერსონაჟია ერთი უბრალო გოგონა - ლიზელი. ის იშვილეს ჰანს და როზა ჰუბერმანებმა. გოგონას ძმასაც იშვილებდნენ,გზაში რომ არ გარდაცვალებულიყო. ლიზელის ახალი მეზობელია რუდი სტეინერი,რომელიც გოგონას დაუმეგობრდება.
მაქსი არის ებრაელი,რომელსაც ლიზელის ოჯახი შეიფარებს ძველი ამბების გამო. ჩვენ გვყავს კიდევ ერთი პერსონაჟი - ილზა ჰერმანი - მერის მეუღლე.ის ეხმარება ლიზლს წიგნების ჩუმად წაკითხვაში.
|
|
სულ კომენტარები: 1 | |
| |