2:37 PM კორალაინი - გზა კოშმარებიდან რეალურ ცხოვრებამდე |
კორალაინი არის ბრიტანელი მწერლის,ნეილ გეიმანის 2002 წლის საშიშ/ფანტაზიური ნოველა. წიგნი 2003 წელს წარდგენილი იყო "ჰიუგო დაჯილდოებაზე" საუკეთესო ნოველის ტიტულისათვის,ასევე 2002 წლის ბრემ სტოკერის დაჯილდოებაზე საუკეთესო მუშაობისათვის ახალგაზრდა მკითხველისათვის.2009 წელს ჰენრი სელიკის რეჟისორობით გადაიღეს იგივე სახელწოდების ანიმაცია.
ანოტაცია: კორალაინ ჯონსი და მისი მშობლები ერთ ძველს ახლში გადავიდნენ საცხოვრებლად.ერთ დღეს კორალაინი იპოვის პატარა კარს,რომელსაც ბოქლომი ადევს.მას დიდი სურვილი აქვს იპოვოს გასაღები და იპოვის კიდეც.ამის შემდეგ ის შეძვრება კარში და მოხვდება სრულიად პარალელურ ქვეყანაში...მას სახლში დასაბრუნებლად დიდი გზის გამოვლა უწევს .
პერსონაჟები:
კორალაინ ჯონსი - ლურჯთმიანი ფსიხი გოგონა,ასევე ჭკვიანი და თავგადასავლების მოყვარული.მას სძულს,როდესაც კორალაინის მაგივრად ეშლებათ,და კეროლაინს ეძახიან.მას სურს რომ გადაარჩინოს 3 ბავშვის მოჩვენება,დედ-მამა და თავისი თავი
მისის ჯონსი - კორალაინის დედა.ის სულ დაკავებულია,მაგრამ კორალაინი მაინც უყვარს და ანაღვლებს.ის სასიამოვნო,შრომისმოყვარე ქალია.მაგრამ ამის მიუხედავად კორალაინი მისით კმაყოფილი არაა.
მისტერ ჯონსი - კორალაინის მამა.ის მუშაობს სახლში,კომპიუტერთან. ის გულკეთილი,მამაცი და დამხმარეა.ის აკეთებს საშინელ საჭმელს,რაც კორალაინც არ მოსწონს. ისიც ძალიან დაკავებულია იმისთვის,რომ კორალაინთან ჰქონდეს ნორმალური,მამაშვილური ურთიერთობა.
კატა - შავი კატა კორალაინის ქვეყნიდან.პარალელურ სამყაროში ის იწყებს კორალაინთან ლაპარაკს და ეხმარება იმაში,რომ დაამარცხოს ბოროტი "სხვა დედა" და დაუბრუნოს სიმშვიდე 3 ბავშვის სულს.
სხვა დედა - ეს ქალბატონი ნამდვილი დედისგან ყველანაირად გამოირჩევა: ეფერება,კოცნის კორალაინს.აკეთებს ძალიან გემრიელ საჭმელს და ბევრს არ მუშაობს.მისი პრობლემა მხოლოდ ის არის,რომ თვალების მაგივრად ღილები აქვს და კორალაინსაც სთხოვს,ღილები მიიკეროს თვალებზე.
სხვა მამა - სხვა დედის მიერ შექმნილი,რომელიც ცდილობს დაეხმაროს კორალაინს უკან დაბრუნებაში.ნამდვილი მამასავით,ისიც მთელი დღე კომპიუტერთან მუშაობს და არ ელაპარაკება ჩვენს პატარა "კაპრიზს".სინამდვილეში ღილებიანი კაცი არ მუშაობს,მას "სხვა დედა" აკონტროლებს,რომ რამე ზედმეტი არ წამოსცდეს კორალაინთან.
მის ეიპრილ სპინკი და მის მირიამ ფორსაიბლი - მეზობლები,რომლებიც ეხმარებიან კორალაინს,იპოვოს 3 ჯადოსნური თვალი. მისტერ ბობო - ასევე კორალაინის მეზობელი,რომელიც ცირკის ჩვენებებს აწყობს თაგვებთან ერთად.
3 ბავშვის მოჩვენება. - "სხვა დედას" შეწირულები : 2 გოგო და 1 ბიჭი. სხვა დედამ ისინი კორალაინამდე შეიტყუა თავისი კეთილი ქცევებითა და გემრიელი საჭმელით. ისინი გამომწყვდეულები არიან ბნელ ადგილას,სარკის უკან.
___________მოლის ბლოგიდან___________ ნეტავ, ვინმემ თუ იცის, როდის მთავრდება ბავშვობა?! მე მგონია, რომ ეს დრო ყველა ადამიანისთვის სხვადასხვაა; ზოგისთვის ადრე დგება, ზოგისთვის – გვიან; ვიღაცები პირდაპირ მოხუცებად იბადებიან, ვიღაცები – მთელი ცხოვრება ბავშვებად რჩებიან, მავანისთვის კი მუდამ არსებობს კარი, რომელსაც შეაღებ და მაშინვე შორეულ სიყრმეში ამოჰყოფ თავს…
ჰოდა, ნილ გეიმანის “კორალაინი“ ზუსტად ის კარია, რომლის მიღმა შენი ბავშვობა გელოდება, ოღონდ, სანამ შეხვიდოდე, ფანრის მომარჯვება არ უნდა დაგავიწყდეს – ცოტა შეგეშინდება და იმიტომ. თავად კორალაინსაც ეშინია, გგონია, არა? თან სულ პატარა, გაკნაჭული გოგოა და იმხელა ხიფათში გაეხვევა – კუდიანთან უწევს ბრძოლა; თან ეს ტრადიციული კუდიანი არ გეგონოთ, სიბერისგან წელში მოხრილი, თმაჭაღარა, ცოცხით ხელში – არა, ჩვეულებრივი ქალია, ერთი ეგაა, თვალები ღილისა აქვს და კორალაინს ეუბნება, შენი დედა ვარო; თან ცუდი დედაც არაა, ეფერება, ეალერსება და გემრიელი შემწვარი ქათმის უზარმაზარი ულუფებით უმასპინძლდება… ნამდვილ დედას კი სადილის მოსამზადებლად არასოდეს სცალია, ძირითადად, მამა მზარეულობს ხოლმე და პიცა სანახევროდ უმი გამოსდის, სანახევროდ – დამწვარი; თანაც ორივე ისეთი დაკავებულია, ისეთი… იმიტომაცაა, ეს ჩვენი გოგო აქეთ-იქით რომ დაბოდიალობს და იმ ბედნავსი გაუქმებული კარის მიღმა შერგავს ცნობისმოყვარე ცხვირს.
აი, სწორედ მაშინ იწყება, რაც იწყება – ერთგული მეგობარი კატა რომ არა, როგორ დაიხსნის პატარა კორალაინი შუშის ბურთებში მომწყვდეულ სულებს, როგორ გადაარჩენს დატყვევებულს დედ-მამას და როგორ გაუმკლავდება ალისფერფრჩხილებიან ხელს, კაცმა არ იცის… სიუჟეტი ცოტათი წააგავს კოშმარულ სიზმარს, ოღონდ შუა გზაზე არ გამოგეღვიძება – ბნელი ლაბირინთი ბოლომდე უნდა გაიარო და წინასწარ ვერავინ გეტყვის, გამოაღწევ თუ არა. ნუ იფიქრებთ, რომ ავტორი რამე ორიგინალურს ამბობს – უსიყვარულოდ ადამიანი ურჩხულად რომ იქცევა, ამაში ახალი არაფერია; ყველას თავისი წილი სიყვარული სჭირდება ამ მზისქვეშეთში სულის გადასარჩენად. ეს ნარნია არ გეგონოთ, არც, მითუმეტეს, ალისას მიწისქვეშეთი – ეს უჩვეულო ზღაპარია, ერთდროულად სახიფათო, საშიში, მიმზიდველი და თავბრუდამხვევი; დაიწყებ და რომ დაასრულებ, მერეღა მიხვდები, რამდენ ხანს მჯდარხარ სუნთქვაშეკრული; აქ ნილ გეიმანის სამყაროა, ალაგ-ალაგ ყოვლად არაბავშვურად გროტესკული და, ბედნიერი დასასრულის მიუხედავად, რაღაცნაირი სევდით გაჯერებული; დიდი, შავი გასაღები კი, რომელსაც კორალაინი კისერზე შებმულს დაატარებს, ამ სამყაროსკენ მიმავალ კარს აღებს. იმიტომ რომ - თქვა მან, - როდესაც გეშინია და მაინც აკეთებ,მამაცი ხარ. |
|
სულ კომენტარები: 0 | |