მთავარი » 2014 » აგვისტო » 24 » სტივენ კინგის ქერი (Part 1)
11:00 AM
სტივენ კინგის ქერი (Part 1)



ანოტაცია



პატარა პროვინციული ქალაქი ახალ ინგლისში ერთბაშად ხდება ,,მკვდარი ქალაქი''.ქუჩებში მიცვალებულთა გვამები ყრია,სახლებში სიკვდილის ალი ბობოქრობს,ეს კოშმარი კი ერთი გოგონას ხელით არის გაკეთებული,მისი სახელია ქერი,რომელიც ერთი საცოდავი ქვრივის ქალიშვილია.მრავალი წელია ქერის ტელეკინეზის ნიჭი აქვს,ერთხელაც ეს ნიჭი ქერიში აბობოქრდა,სწორედ ამ დროს კი ქალაქს სიკვდილი მოადგა.





ნაწილი პირველი - სისხლიანი სპორტი



Weekly enterprise 1966 წლის 19 აგვისტო



ქვის ელვა



რამოდენიმე თვითმხილველმა დაადასტურა,რომ 17 აგვისტოს,ქალაქ ჩემბერლენში,კარლინ სტრიტზე,ქვის ელვა წამოვიდა.ეს ქვები დაეცა მისის მარგარეტ უაითის სახლს.დაზიანდა სახურავი და წყლის მილი,ზარალი 25 დოლარს შეადგენს.მისის უაითი ქვრივია და 3 წლის ქალიშვილთან,ქერისთან ერთად ცხოვრობს.მარგარეტმა ინტერვიუს მიცემაზე უარი განაცხადა.





****



როდესაც ეს მოხვდა,არავის გაჰკვირვებია.ყველა გოგონას სხვადასხვა რეაქცია ჰქონდა : ზოგს შეეშინდა,ზოგი მომხვდარის გამო შოკში იყო,ზოგს რცხვენოდა,ზოგს კი უბრალოდ უხაროდა,რომ ამ ძუკნა  ქერი უაითს ისევ მოხვდა.ზოგი ამტკიცებდა,რომ ეს მოულოდნელი იყო,მაგრამ ისინი იტყუებოდნენ.ზოგიერთ მათგანს ქერი პირველი კლასიდან იცნობდა და მაშინდელიდანვე კონმფლიქტი ჰქონდა მასთან.მთელი ეს წლები უარყოფითი ენერგია და ემოცია იბუდებდა ქერიში.ამ ,,მეგობრებმა'',არც ერთმა არ იცოდა,რომ ქერის ტელეკინეზის ძალა ჰქონდა...



ბერკერ სტრიტის გრამატიკის კლასის ერთ-ერთ მერხზე ამოჯღაპნილი იყო წარწერა



,,ქერი უაითი ჭამს განავალს''





გასახდელში ჟრიამული იყო,პირველ გაკვეთილზე გოგონებმა ფრენბურთი ითამაშეს.მათი დილის ოფლი ჯერ კიდევ ახალი იყო.



გოგონები თბილი წყლის ქვეშ წუწაობენ,მათ შორის კი ქერი ისე დგას,როგორც ბაყაყი დედებს შორის.საკმაოდ სრული,კისერზე,ზურგზე და სხეულზე გამონაყრითა და თვალების ქვეშ ჩაშუპებული ქუთუთოებით დგად თავდახრილი წყლის ქვეშ.,,რატომ არ არის აქ ცალკე საშხაპეები,როგორც სხვა სკოლებში?'' ფიქრობს დაღონებული ქერი,რადგან ყველა მას უყურებს.კი არ უყურებენ,დასცინიან...გოგონებმა ონკანი დაკეტეს და საშხაპიდან გამვიდნენ,საცვლები ჩაიცვეს და დეზოდორანტი მიისხეს...ჰაერში ისეთი ბუღი დგას,თავი ეგვიპტურ აბანოში გეგონება,ამ ილუზიას კი მხოლოდ კუთხის პატარა აუზი არღვევს.ყველა სხვადასხვა რამეზე საუბრობს



- ...ტომი ვერ იტანს , როდესაც ამას ვიცვამ...



- ...მე დასთან და მის ქმართან ერთად მივდივარ.მართალია ის ბიჭი ცხვირში იქექება,მაგრამ ჩემი დაც ასეთია.ისინი ერთმანეთს იდეალურად ეწყობიან...



- ...ის ისეთი ძუნწი აღმოჩნდა,რომ მე და სიდნი...



გასახდელში მის დეჟარდინი შემოვიდა,მათი დაკუნთული და მაღალი ფიზკულტურის მასწავლებელი.იქაურობას თვალი შეავლო და ჭკვიანურად ტაში შემოკრა



-ქერი რას ელდები?მეორედ მოსვლას?! 5 წუთის შემდეგ ზარია



მის დეჟარდინს დამაბრმავებლად თეთრი სპორტული ტრუსი ეცვა.მართალია მისი ფეხები იდეალური არ იყო,მაგრამ არც ისეთი ცუდიც იყო,რომ დაგეცინა.კისერზე ვერცხლის სასტვენი ეკიდა,რომელიც ერთ-ერთ შეჯიბრზე მოიგო ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლის დროს,



გოგონები აკისკისდნენ.ქერიმ თავი ასწია და მასწავლებელს შეხედა,შემდეგ საშხაპისკენ გაემართა.



-ბრა-აა-აა



წყალს უცნაური ხმა ჰქონდა,გოგონებმა გაიცინეს.სიუ სნელმა თმიდან პირსახოცი მოიძრო და ჰაერში ილუზიონისტივით ააფრიალა,შემდეგ კი თმის ვარცხნა დაიწყო.მასწავლებელი გაღიზიანებული გავიდა ოთახიდან.



ქერიმ ონკანი გადახურა,საშხაპედან გამოვიდა და თავისი კარადსაკენ წავიდა..ყველამ შეამჩნია სისხლი მის ფეხზე





- თვიური - პირველმა წამოიყვირა კრის ჰარგენსენმა.მისი ხმა ექომ აიტაცა და მთელ ოთახს მოედო.



სიუ სნელმა ქერის დამცინავად შეხედა,მის გამოხედვაში იგრძნობოდა ზიზღი,სიბრალული,გულგრილობა და ყველაფერი ერთად. გოგონას სულელური გამომეტყველება ჰქონდა,ვერ ხვდებოდა,თუ რა ხდებოდა მის ირგვლივ.ღმერთო! იფიქრებდი,რომ მას არასდროს ჰქონია ...



- თვ-იუ-რი ! -ახლა უკვე ყველა ისე ყვიროდა,თითქოს წყევლიდნენ - თვ-იუ-რი,თვ-იუ-რი!



ქერი მათ შორის იდგა და გაოცებული უყურებდა ბრბოს,მაგრამ არ უკვირდა,რადგან მიჩვეული იყო მათ დაცინვას



როდესაც სისხლის წვეთები მეტლახზე დაეცა,სიუში ზიზღმა გაიღვიძა



-ქერი,ეშმაკსაც წაუღიხარ! შენ ხომ თვიური გაქვს,მოიწესრიგე თავი!



კატეგორია: წიგნები | ნანახია: 1056 | დაამატა: Wasp | ტეგები: თარგმანი, ექსკლუზივი, სტივენ კინგი, მძაფრსიუჟეტიანი, ქერი | რეიტინგი: 2.7/3
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1 ggogishvili16 • 7:59 PM, 2016-03-22
გააგრძელეთ რაა ძალიან მინდა ამის ბოლომდე წაკითხვა და სხვაგან ვერსად ვნახე
avatar