2:39 PM ლო.ლი.ტა |
12 წლის პატარა გოგო. საყვარელი,უმწეო ბავშვი. ვკითხულობდი მისი უბედური ცხოვრების, ბავშვობა დაკარგული წლების, გარყვნილების და ტირანიის შესახებ რომელიც საგულისხმოა,მხოლოდ მისი მტანჯველის აღწერილობას და მთლიანად ავადმყოფი ჰუმბერტის მონათხრობს ეყრდნობოდა.
ზოგადად ისტორია იმდენად შთამბეჭდავია,რამდენადაც ამაზრზენი. წარმოგიდგენიათ პატარა, არასრულწლოვანი გოგონას და ზრდასრული კაცის სქესობრივი,ხშირად გაუკუღმართებული კავშირი? ჰუმბერტის ღვთაებრივი(თავადაც აღიარებს, რომ ავადმყოფი იყო)ნეტარება და ბავშვის ჯოჯოხეთური, აუტანელი ყოფა. მისი ტირილი რომელიც, ყოველ, ყოველ საღამოს აუცილებლად წასკდებოდა, ალბათ თავის უბედურ, უსაგნო ცხოვრებას დასტიროდა საბრალო. არავინ ყავდა კეთილისმყოფელი
სწორედ ამიტომ დანგრეული ცხოვრების სანაცვლოდ მიღებული უბადრუკი საჩუქრები. გროშების ფასად გაყიდული ტანჯვა და მიღებული ნეტარება.
მე შევიძულე ჰუმბერტი და ორი ღამის განმავლობაში ვოცნებობდი როგორ მოკლავდა ლოლიტა მას. მაგრამ წიგნი დამთავრდა.
|
|
სულ კომენტარები: 0 | |