7:46 PM ქერი(ნაწილი 2) |
როდესაც სისხლის წვეთები მეტლახზე დაეცა,სიუში ზიზღმა გაიღვიძა -ქერი,ეშმაკსაც წაუღიხარ! შენ ხომ თვიური გაქვს,მოიწესრიგე თავი! -ჰაჰ? - ქერი ვერ მიხვდა რა უთხრეს,ამიტომ გამოშტერებული იყურებოდა აქეთ-იქით.სველი თმა კისერზე ეკრობოდა,მის ზურგზე კი გამონაყარი თანავარსკვლავედს ქმნიდა.16 წლის ქერის თვალებში ამოიკითხავდი დამცირებას და ტკივილს,რომელიც მასში დიდი ხანია ჩაბუდებული იყო. იატაკზე კიდევ რამოდენიმე სისხლის წვეთი დაეცა.ქერი კი ისევ მშვიდად უყურებდა ხან ერთ გოგონას,ხან მეორეს. ,,ის თექვსმეტისაა'' ფიქრობდა სიუ ,,უნდა იცოდეს რაც ხდება...'' ელენ შეირსი გვერდზე გატრიალდა და ისეთი სახე მიიღო,თითქოს გული ერეოდა. -სულელო,შენ ხომ სისხლდენა გაქვს-დაუყვირა სიუმ. ქერის ვიღაცამ ტამპონი ესროლა,რომელიც მის ფეხებთან დაეცა.(ალბათ ეს ისევ კრისი იყო) ისევ ატყდა სიცილი ამის შემდეგ ზოგიერთი ტამპონებს ესროდა,ზოგიერთი ჰიგიენურ საფენებს. სიუც ესროდა და სხვებთან ერთად ყვიროდა,მართალია ის აცნობიერებდა,რასაც აკეთებდა,მაგრამ თან ფიქრობდა ,,ამაში ცუდი არაფერია,ეს ბუნებრივია.ამაში ცუდი არაფერია...'' -გაიკეთე!გაიკეთე!გაიკეთე! - ყვიროდნენ გოგონები.ქერიმ უკან დაიხია და თავისო სქელი მაჯა სახეზე აისვა.გოგონები გაბრწყინებული თვალებით უყურებდნენ -ვფიქრობ,მას პირველად მოუვიდა მენსტრუაცია-თქვა წყნარად სიუმ,ამ დროს მის დეჟარდინი შემოვიდა,რომ ენახა,რა ახმაურებდათ გოგონებს -მ-მ-მ-ი-ს-ს დ-დ-დ-ე-ჟ-ჟ-ა-რ-დ-დ-ი-ნ - თქვა ქერიმ,ის სულელური გამომეტყველება ჯერ კიდევ სახეზე ჰქონდა,რომლითაც რამოდენიმე წუთის წინ გოგონებს უყურებდა -გამეცალეთ-თქვა მასწავლებელმა ნერვიულად - გამეცალეთ და თქვენს თავებს მიხედეთ -მე სისხლისგან ვიცლები !- დაიკივლა ქერიმ და მასწავლებელს თეთრ შორტზე სისხლიანი ხელი დაადო -მე...შენ...-მის დეჟარდინმა ქერი ფეხზე წამოაყენა და კედელთან მიიყვანა.-სწრაფად! ქერი დიდი გაჭირვებით ადგა და ძლივს მივიდა ჰიგიენურ ნივთებთან,რომელიც კედელზე ეკიდა -ახლა კი.-მის დეჟარდინმა ქერის შეხდა-აიღე ტამპონი და ... ეშმაკმა დასწყევლოს ქერი,ეს შენი გასაკეთებელია!შენი მოქმედებით თუ ვიმსჯელებთ,შენ არასდროს გქონია პერიოდი! -პერიოდი?
დაუჯერებელი იყო,რომ 16 წლის გოგონას პირველად მოუვიდა მენსტრუაცია... რიტა დეჟარდინის ტვინში მოგონებები ამოტივტივდა.გაახსენდა,რომ მას მენსტრუაცია 11 წლის ბოლოს მოუვიდა. ,,ჰეი დედა,ნახე,სისხლი მომდის'' -ქერი-მასწავლებელი ქერისთან მივიდა-ეს შენი პირველი პერიოდია? სისხლი მუქი იყო,ქერის ორივე ფეხი კი ამ მუქი ფერით იყო მოთხვრილი.მის ქვეშ კი სისხლის გუბე იყო. -მტკინვეულია - თქვა ქერიმ -ეს გადაივლის..-მის დეჟარდინი დაიბნა - ჩვენ უნდა.მმ... ჩვენ სისხლი უნდა შევაჩეროთ უცებ ჭერში რაღაც აფეთქდა,ნათურა გადაიწვა.მის დეჟარდინმა შიშისგან იკივლა და გაკვირვებისგან ლამის ტირილი დაიწყო,გაიფიქრს რომ ახლა ყველაფერი თავზე ჩამოენგრეოდა.როდესაც ქერი გაბრაზებულია,მის გარშემო ასეთი რაღაცეები ხშირად ხდება.მის დეჟარდინმა ჰიგიენური საფენი აიღო,გახსნა და საცვალზე დაახვია -შეხედე-უთხრა ქერის-აი ასე უნდა 15 წუთის შემდეგ მის დეჟარდინმა ქერი ოფისში აიყვანა,მისდა საბედნიეროდ დერეფანი ცარიელი იყო,მხოლოდ კლასების კარს უკან ისმოდა ხმაური. მის დეჟარდინმა რამდენჯერაც სადა,ქერისთვის მენსტრუაციის მნიშვნელობა აეხსნა,იმდენჯერ გოგონამ სახეზე ხელები აიფარა და ატირდა. მისტერ მორტონი,პრინციპული ასისტენტი ოფისში იჯდა,როდესაც მის დეჟარდინმა და ქერიმ კარი შეაღეს.ბილი დელუისი და ჰენრი ტრონენტიც იქ იჯდნენ,ორი ბიჭი,რომლებიც იქ ფრანგულის გაკვეთილზე გასეირნების გამო იჯდნენ. -დაბრძანდით-შესთავაზა მისტერ მორტონმა და გაფართოებული თვალებით შეხედა მის დეჟარდინის შორტებს - რა გჭირთ?
სისხლი - ჰენრიმ ვითომდა გაკვირვებულმა გაიღიმა პერიოდი გაუვიდა - მისტერ მორტონმა კიდევ ერთხელ შეხედა სისხლიან შორტს და დეჟარდინს თვალი ჩაუკრა, კარი მიხურა და ჩამოჯდა -ხომ ყველაფერი კარგად გაქვთ ე-ე-ე -ქერი,ქერი უაითი-უთხრა მის დეჟარდინმა მისრ მორტონს წინ დიდი ყავის ჭიქა ედგა - ვფიქრობ თქვენ ეს არ გინდათ -ეს მხოლოდ ტრამპლინი იყო,ჩვენ...არ მინდა? -არა,მაგრამ ქერი დღეს უნდა დაითხოვოთ სკოლოდან და სახლში უნდა გაუშვათ- მან მრავალმნიშვნელი მზერით ჩახედა მორტონს თვალებში.კაცი ვერ მიხვდა,რა ხდებოდა. -ე-ე-ე,თუ თქვენ ასე მიიჩნევთ საჭიროდ...-მორტონმა დოკუმენტი ყუთში ჩატენა და თავის ადგილას დადო,შემდეგ დიდებულად შეტრიალდა კარისაკენ,გამოაღა,ბილისა და ჰენრის კიდევ ერთხელ გადახედა და დაიძახა -მის ფიშ,თუ შეიძლება დოკუმენტი მოიტანეთ გაკვეთილებიდან გათავისუფლების საკითხზე,ქერი რაითისათვის -უაითი - შეუსწორა მის დეჟარდინმა -უაითი - დაეთანხმა მორტონიც. ბილი დე'ლუი ახითხითდა -ყურადღების კვირეული!-წამოიძახა მორტონმა,ფრჩხილებქვეშ უკვე სისხლი ჰქონდა ჩაქცეული.
ქერი შეუწყვეტლივ ტიროდა.წუთის შემდეგ მდივანმა ყვითელი ფურცელი მოიტანა,გაკვეთილებიდან განთავისუფლების საკითხზე.მისტერ მორტონმა ვერცხლისფერი ფანქარი ამოიღო ჯიბიდან და თავისი ინიციალები მიჯღაპნა ყვითელ ფურცელზე. -სახლამდე ხომ არ მიგიყვანოთ,კესი? - იკითხა დირექტორმა - თუ გსურს,ტაქსსაც გამოვიძახებთ. ქერიმ თავი გააქნია. -ვფიქრობ,რომ ყველაფერი კარგად იქნება - თქვა მის დეჟარდინმა - ქერი აქვე,კარლინ სტრიტზე ცხოვრობს,სუფთა ჰაერზე უკეთ გახდება. მორტონმა ქერის ყვითელი დოკუმენტი მიაწოდა.შეამჩნია,რომ ქერის ,,ჟღვლინტის ბუშტუკი'' გაეზარდა და თვალი აარიდა -შეგიძლია წახვიდე,კესი - დიდსულოვნად თქვა მან. -ქერი! მე მქვია ქ-ე-რ-ი!!! - დაიყვირა ქერიმ.მორტონი აღშფოთდა,მის დეჟარდინი კი ადგილზე შეხტა,თითქოს უკნიდან ჩაარტყეს. მძიმე კერამიკული საფერფლე,რომელიც მაგიდაზე იდო,იატაკზე დაენარცხა,სიგარეტის ნამწვავები კი გახუნებულ მწვანე კერამიკულ ხალიჩაზე მოეფინა. -ახლა მომისმინე - მორტონმა თავის ხმას სიმკაცრე შემატა - მესმის,რომ გაბრაზებული და განერვიულებული ხარ,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ ამდენის უფლებას მოგცემ. -გთხოვთ - თქვა დეჟარდინმა ჩუმად, მორტონი გაჩუმდა.ბოლოს ქერის გაუღიმა და ესღა თქვა -კარგით,მის რაით.შეგიძლიათ წახვიდეთ.ან იქნებ გსურთ,ცოტახანი დაჯდეთ და დაწყნარდეთ? -წავალ - თქვა მან და სახიდან თმა გადაიწია,შემდეგ ადგა და მის დეჟარდინს შეხედა გაფართოებული მუქი თვალებით,რომლებიც ამბობდნენ - „ისინი დამცინოდნენ და რაღაცეებს მესვროდნენ,ისინი ყოველთვის დამცინიან’’ . მის დეჟარდინმა მხოლოდ დაუცველი მზერით დააჯილდოვა.
ქერი გავიდა.ახალგაზრდა მასწავლებელმა და დირექტორის მოადგილემ ჩუმად გააყოლეს მზერა. მისტერ მორტონმა ხმამაღლა ჩაახველა ,ფრთხილად დაიხარა და სიგარეტის ნამწვების შეგროვებას შეუდგა. -და მაინც,რა მოხვდა? - იკითხა კაცმა მის დეჟარდინმა ღრმად ამოიოხრა და ზიზღით დახედა თავის ჭუჭყიან მოწითალო-მოყავისფრო სპორტულის სახელოს. -მას მენსტრუაცია მოუვიდა,პირველად.საშხაპეში. მორტონმა ისევ ჩაახველა და ცოტათი გაწითლდა. -ძალიან გვიანი ხომ არ არის პირველი მენსტრუაციისათვის? -დიახ,და ამიტომაც იმოქმედა მასზე ასე მძიმედ - უპასუხა დეჟარდინმა და გაიფიქრა„მაგრამ მაინც ვერ ვიგებ,დედამისი რატომ...“ დაუმთავრებელი აზრი უცებ დაფარა სხვა პრობლემებმა ,,მას ეგონა,რომ სისხლისგან იცლებოდა“ -მგონი ნახევარი საათის წინ მან არც კი იცოდა,რა არის მენსტრუაცია. - მორტონმა გაოცებულმა შეხედა, - მის დეჟარდინ,აი ის პატარა ჯაგრისი მომაწოდეთ. დეჟარდინმა თხოვნა შეასრულა,ჯაგრისს სახელურზე შეამჩნია წარწერა ჩემბერლენის კომპანიიდან ,,ყველაფერი სახლისათვის’’.მორტონი შეუდგა ჯაგრისით მუშაობას -აქ მტვერსასრუტიც დაგვჭირდება,არადა მე მომეჩვენა,რომ საფერფლე ნაპირთან არ იდგა.გასაოცარია,ხანდისხან როგორ მოულოდნელად ცვივა ნივთები. კაცმა წამოდგომის დროს თავი მაგიდას აარტყა და ბარბაცით ადგა. -ძნელი დასაჯერებელია,რომ გოგონამ,რომელიც შემდეგ წელს სკოლას ამთავრებს,არ იცოდა მენსტრუალური ციკლის შესახებ,მის დეჟარდინ. -მე კიდევ უფრო მიჭირს ამის დაჯერება - უპასუხა მასწავლებელმა. მორტონმა ნაგავი ურნაში ჩაყარა და ხელები დაიფერთხა -მგონი მე ის გავიხსენე,უაითი.მარგარეტ უაითის შვილი - მაგიდასთან დაჯდა და გაეღიმა -ისინი ბევრნი არიან,ისე ბევრნი...5 წლის შემდეგ გონებაში ირევიან.ხანდახან მე ვხედავ ბავშვების სახეებს,რომლებიც მეცნობიან,შემდეგ კი ვხვდები,რომ წლების წინ მათ მშობლებს ვასწავლიდი.მარგარეტ უაითი ჩემამდე იყო,რისთვისაც ღმერთს მადლობას ვუხდი.თავის დროზე მან დააბრალა მისის ბისენტის, ნათელში იყოს მისი სული.ვითომ მან მოსწავლეებს მოუყვა დარვინის თეორიის შესახებ - მორტონი მობრუნდა და დეჟარდინს ჰკითხა - ის გოგონები მართლა დასცინოდნენ? -უარესი,როდესაც შევედი,ყველანი ყვიროდნენ და ჰიგიენურ საფენებს ისროდნენ. -ო,ღმერთო - მორტონი გაწითლდა. - გვარები გახსოვთ? -დიახ,რათქმაუნდა ყველასი არა,მაგრამ ვინც დავიმახსოვრე,სხვებსაც გასცემენ . კრის ჰანგერსენი მოთავე იყო,როგორც ყოველთვის. -კრისი და მისი ცელქი ბანდა - ჩაილაპარაკა მისტერ მორტონმა. -დიახ.ტინა ბლეიქი,რეიჩელ სპაისი,ელენ შეირსი,დონა ტიბოდო და მისი და ფერმა,ლაილა გრეისი,ჯესიკა აპშოუ და სიუ სნელი. სიუსგან ამას არ მოველოდი,სხვანაირი ხასიათის გოგონა მეგონა. -უკვე ესაუბრეთ გოგონებს? -არა,ისინი იქიდან გავყარე.ძალიან გავბრაზდი,თან ქერს ნამდვილი ისტერიკა ჰქონდა... -ჰმ-მორტონმა თითები გადააჯვარედინა - ხომ აპირებთ მათთან საუბარს? -დიახ-მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზმით არ წარმოუთქვამს. -ვხედავ,რომ თქვენ დიდად არ გსურთ. -შესაძლოა,თქვენ მართალი ხართ - უპასუხა ქალმა - მათ მე იქ დამინახეს და მშვენივრად მესმის,გოგონები რასაც გრძნობენ.მეც მინდოდა,რომ ქერისთვის ხელი მომეკიდა და მაგრად შემენჯღრია.არ ვიცი,იქნებ ეს რაღაც ინსტიქტია მენსტრუაციის დროს,ქალები ყვირიან და კივიან.ახლაც თვალწინ მიდგას სიუ სნელი,მისი სახე. -ჰმ-გაიმეორა მორტონმა,მას არ ესმოდა ქალების და სულაც არ სურდა თვიურზე ლაპარაკი. -ხვალ დავერლაპარაკები მათ.-შეპირდა მასწავლებელი - ისეთ ამბავს მოვუწყობ! -კარგით.უნდა დაისაჯონ და თუ საჭიროდ ჩათვლით,ჩემთანაც გამოუშვით,არ მოგერიდოთ. -არ მომერიდება-გაიღიმა მის დეჟარდინმა - სხვათაშორის,სანამ ქერის ვაწყნარებდი,,აბაზანაში ნათურა გადაიწვა. -სასწრაფოდ გავუშვებ ხელოსნებს - დაასრულა მორტონმა. -თუ შეიძლება მის ფიშს უთხარით,ბილი და ჰენრი შემოიყვანონ - მიაძახა კართან მდგომ მასწავლებელს. -კარგით-ქალი გავიდა. მისტერ მორტონი დაჯდა.ბილი და ჰენრი კაბინეტში შემოვიდნენ.დირექტორის მოადგილეს გაეღიმა და საჩხუბრად მოემზადა. ჩემბერლენის მაღალი კლასის სკოლაში ამოჯღაპნილია წარწერა ,,ყველა ყიდულობს ესკიმოს,ქერი უაითი კი ჭამს განავალს’’ |
|
სულ კომენტარები: 0 | |