ჯონ გრინი "ქაღალდის ქალაქები"
დილა
ორივე ხელში ჩანთები მეჭირა, ერთი წამით ფურგონთან შევჩერდი, მას მივაშტერდი, "კარგი, საშინელი ღამე იყო" ვთქვი ბოლოს.
"აქ მოდი" მითხრა მან, ერთი მაბიჯით მივუახლოვდი. ჩამეხუტა, ჩანთებმა ჩახუტებაში ხელი შემიშალა, მაგრამ თუ ძირს დავყრიდი შეიძლებოდა ვინმე გამეღვიძებინა. მე მას ვგრძნობდი, ფეხისწვერებზე იდგა, მის პირსაც ვგრძნობდი ყურთან რომ მომიტანა და გარკვევით მითხრა, "თქვენთან ერთად გართობა მომენატრება."
"აუცილებელი არაა" ვუპასუხე ხმამაღლა, შევეცადე იმედგაცრუება დამემალა, "თუ ისინი აღარ მოგწონს" ვთქვი მე, "მხოლოდ ჩემთანაც შეგიძლია, სინამდვილეში ცუდი მეგობრები არ მყავს."
მისი ტუჩები ისე ახლოს იყო, მის ღიმილს ვგრძნობდი. "ვშიშობ შეუძლებელია" დაიჩურჩულა მან. შემდეგ მომშორდა, ისევ მიყურებდა, ნაბიჯებით უკან დაიხია, ბოლოს წარბები აზიდა და გაიღიმა, მჯეროდა მისი ღიმილის. ვუყურებდი როგორ აძვრა ხეზე და როგორ მივიდა საწოლი ოთახის ფანჯარასთან მეორე სართულის სახურავიდან. ფანჯარა ქურდულად გამოაღო და შიგნით გადაბობღდა. მე ღია წინკართან მივედი, სამზარეულოდან საწოლ ოთახში ფეხაკრეფით ავიპარე. ჯინსი გავიძრე და ჯეინის კედელზე გაკრულ ნახატთან, ტანსაცმლის კარადის კუთხეში მოვისროლე. ლოგინში ჩავწექი, ჩემი გონება იმ რაღაცას დატრიალებდა, რის თქმასაც მისთვის ვაპირებდი სკოლაში.
პროლოგი
როგორც წარმომედგინა, სასწაულები ყველას გადახდება. ალბათ, როგორც მეხი არ დამეცემა, ისე ვერ ავიღებ ნობელს, ვერ გავხდები წყნარი კუნძულების პატარა სახელმწიფოს დიქტატორი, ვერც ყურის კიბოთი დავავადდები და ვერც სპონტანურად ავალდები. მაგრამ თუ ყველაფერს აწონ-დაწონი ყველა საეჭვო რაღაცეებს ერთად, ალბათ, ბოლოს ყოველი ჩვენგანისთვის ერთერთი მათგანი ახდება. შემიძლია ბაყაყების წვიმა დავინახო. შემიძლია ფეხი მარსზე დავდგა. შეიძლება ვეშაპმა შემჭამოს. შემიძლია ინგლისის დედოფალზე დავქორწინდე ან მთელი თვით გავძლო ზღვაში. მაგრამ ჩემი სასწაული განსხვავებული იყო. ჩემი სასწაული იყო: ყველა სახლისგან მოშორებით, ყველა დასახლებიდან შორს, მთლიანად ფლორიდიდან შორს, ჩემი ცხოვრება დასრულდა მარგო როთ სპეგელმანთან.
ჩვენი დასახლება, ჯეფერსონ პარკი, სამხედრო ფლოტის ბაზა იყო. მაგრამ სამხედრო ფლოტს აღარ დაჭირდა, ასე რომ ბაზა ისევ ორლანდო, ფლორიდის მოქალაქეებს დაუბრუნდათ, მათ დიდი დასახლების აშენება გადაწყვიტეს, ეს იყო რაც ფლორიდას ამ მიწასთან აკავშირებდა. ჩემი და მარგოს მშობლები აქ საბოლოოდ მაშინ დასახლდნენ, როცა ბოლო სახლების მშენებლობაც დამთავრდა. ორნი ვიყავით მე და მარგო.
სანამ ჯეფერსონის პარკს ფლიზენთვილი ერქვა, და სანამ სამეხდრო ფლოტის ბაზა იყო ის ერთ პიროვნებას, ჯეფერსონს ეკუთვნოდა. ამ ტიპს დოქტორ ჯეფერსონ ჯეფერსონი ერქვა. ორლანდოში დოქტორ ჯეფერსონ ჯეფერსონს ქონდა სკოლა და ასევე დიდი, საქველმოქმედო ფონდიც. მომხიბვლელი და დაუჯერებელი მაგრამ რეალური ამბავი დოქტორ ჯეფერსონის შესახებ ის იყო, რომ არაფრის დოქტორი არ ყოფილა. მხოლოდ ფორთოხლის წვენს ყიდდა და სახელად ჯეფერსონ ჯეფერსონი ერქვა. როცა მდიდარი და გავლენიანი გახდა, სასამართლოში წავიდა, გვარი ჯეფერსონად გადაიკეთა, სახელი კი დოქტორით შეცვალა, საბოლოოდ გახდა, დ.ლოუერქეის რ. პერიოდი.
ასე რომ მე და მარგო ერთად ცხრა ვიყავით. ჩვენი მშობლები მეგობრობდნენ, ჩვენ ზოგჯერ ერთად უნდა გვეთამაშა, ჯეფერსონ პარკში ველოსიპედით ვუვლიდით მომრგვალებულ ქუჩებს, ჩვენი დასახლების ცენტრში. ვცოფდებოდი როცა თავს ისე წარმოაჩენდა, თითქოს ღმერთის მიერ შექმნილი ყველაზე არაჩვეულებრივი, ბრწყინვალე ქმნილება ყოფილიყო. იმ დილას თეთრი შორტები და ვარდისფერი მაისური ეცვა, რომელზეც მწვანე, ნარინჯრისფრად ცეცხლისმფრქვეველი დრაკონი იყო გამოსახული. ძნელად მიხვდებით რა სასიამონო მომენტი როცა ეს მაიკა აღმოვაჩინე.
მარგო, როგორც ყოველთვის, ველოსიპედით სიარულისას ფეხზე იდგა, მკლავები ისე ქონდა საჭის ზემოთ გადაჯვარედინებული როგორც ისწავლა, ვარდისფერი კედები წრიულად იბურებოდა. მარტის ბუღიანი, ცხელი დღე იყო. ცა მოწმენდილი, მაგრამ ჰაერი დამძიმებული. როგორც შტორმის მოახლოებამდეა.
როცა, თავი გამომგონებელი მეგონა, ველოსიპედები შევინახეთ და ცოტა ხნით სასეირნოდ წავედით, პარკის გადაკვეთით სათამაშო მოედნისკენ, მე მარგოს ჩემი იდეის შესახებ მოვუყევი, რაც გამოგონება სახელად რინგოლატორზე მომივიდა. რინგოლატორი უზარმაზარი ზარბაზანი იყო, რომელსაც შეეძლო დიდი, ფერადი ქვების გადასროლა, ძალიან ყვითელ ორბიტაში, დედამიწას სატურნის სარტყელებივით რომ ქონდა. (მე მაინც ვფიქრობ რომ ეს კარგი იდეაა, მაგრამ ნიშნავს, რომ, ზარბაზანის აგება რომელსაც დაბალ ორბიტაში შეუძლია ქვების სროლა, სრული უაზრობაა)
ამ პარკში მანამდეც იმდენჯერ ვიყავი, სანამ ყველაფერი რუკასავით არ აღმებეჭდა, მოკლედ, ჩვენ რამდენიმე ნაბიჯი გავიარეთ, როცა იმის გააზრება დავიწყე, რომ სამყარო უწესრიგო იყო, ისევ ვფიქრობდი არ შემეძლო პირდაპირ მივმხვდარიყავი განსხვავებას.
„კვენტინ“ ჩუმად და მშვიდად თქვა მარგომ.
ის მიმითითებდა. და მივხვდი განსხვავება რაც იყო. ჩვენგან რამდენიმე ნაბიჯით წინ მხცოვანი მუხის ხე იდგა. სქელი და დაკოჟრილი ანტიკურად გამოიყურებოდა. ჩემთვის ახალი არ ყოფილა. სათამაშო მოედანი ჩვენგან მარჯვნივ მდებარეობდა. არც ეს ყოფილა სიახლე. მაგრამ ახლა, ერთი ტიპი, რომელიც ნაცრისფერ კოსტუმს ატარებდა, ხის ღეროს მოპირდაპირე მხარეს მძიმედ დაეცა. არ ინძრეოდა. ეს სიახლე იყო. გარშემო სისხლის გუბე შემოერტყა; პირიდან ნახევრად შედედებული სისხლი შადრევანივით გადმოეღვარა. პირი ისე ქონდა გაღებული, როგორც ჩვეულებრივ შეუძლებელია. ფერმკრთალ შუბლზე ბუზები ასხდნენ.
„მკვდარია,“ თქვა მარგომ, თითქოს ვერ ვხვდებოდი.
ორი მოკლე ნაბიჯით უკან დავიხიე. მახსოვს ვფიქრობდი, რომ თუ უეცარ მოძრაობებს გავაკეთებდი ის ყურადღებას მომაქცევდა და თავს დამესხმებოდა. იქნებ ზომბი იყო. ვიცოდი ზომბები რეალურები არ იყვნენ, მაგრამ ის აშკარად პოტენციური ზომბი იყო.
როცა ორი ნაბიჯით დავიხიე, მარგომ ორი ნაბიჯი წინ გადადგა. „თვალები ღია აქვს“ მითხრა მან.
„სახლშიუნდადავბრუნდეთ,“ ვთქვი მე.
„ვფიქრობ როცა მოკვდები თვალებს დახუჭავ,“, თქვა მარგომ
„მარგოსახლშიუნდადავბრუნდეთდაყველაფერიმოვყვეთ“
მეორე ნაბიჯიც გადადგა. ახლოს იყო, შეეძლო ხელი გაეწვდინა და მის ფეხს შეხებოდა.“რას ფიქრობ რა დაემართა?“ მკითხა მან. „შეიძლება ნარკოტიკების ბრალია ან სხვა რამის“
მარგოს ვიღაც მკვდარ ტიპთან მარტო დატოვება არ მინდოდა, რომელიც შიძლება თავდამსხმელი ზომბი ყოფილიყო, მაგრამ დიდად არ მადარდებდა ახლოს დგომა და გარდაცვლილის მდგომარეობაზე საუბარი. ჩემ სიმამაცეს მოვუხმე და წინ წავიწიე რომ მისთვის ხელი ჩამეკიდა „მარგოახლავესახლშიუნდადავბრუნდეთ!“
„ჰო, კარგი“ მითხრა მან. ველოსიპედებისკენ გავიქეცით, ჩემი მუცელი აღელვებისგან ბუყბუყებდა, მაგრამ ასეც არ ყოფილა. ველოსიპედებზე შემოვჯექით, წინ გავუშვი, იმიტომ რომ ვტიროდი, არ მინდოდა ეს დაენახა. კედების ქუსლებზე სისხლს ვხედავდი. იმ მკვდარი ტიპის სისხლს.
საკუთარ სახლებში დავბრუნდით. ჩემმა მშობლებმა 911ზე დარეკეს, სირენების ხმა შორიდან გავიგონე და დედას ვთხოვე სახანძრო მანქანები დაენახებინა, მაგრამ უარი მითხრა. ჩამთვლიმა. ჩემი მშობელები თერაპევტები არიან, რაც ნიშნავს, რომ ღმერთისგან დაწყევლილი ვარ. როცა გამეღვიძა, დედა დიდხანს მესაუბრა ცხოვრების ციკლის განვითარებაზე, და იმაზე რომ სიკვდილი ცხოვრების ნაწილია, მაგრამ არა ის ნაწილი რომელითაც ჩემი ცხრა წლის ასაკში დაინტერესება იქნებოდა აუცილებელი, თავი უფრო კარგად ვიგრძენი. ამაზე ნამდვილად არ ვდარდობდი ბევრს. ეს რაღაცას ნიშნავს, იმიტომ რომ რაღაც მოსაბეზრებლის კეთებაც შემიძლია.
ერთი რაღაც: მე მკვდარი ტიპი ვიპოვნე. პატარამ, მომხიბლავმა, ცხრა წლისამ და ცხრა წლის ჩემმა უმცროსმა და უფრო მომხიბვლელმა მეგობარმა ვიპოვეთ ტიპი, რომელსაც პირიდან სისხლი სდიოდა, და ეს სისხლი მის მომხიბვლელ კედებზე შევნიშნე, როცა ველოსიპედით სახლში ვბრუნდებოდით. ეს ყველაფერი ისეთი დრამატული იყო, მაგრამ მერე რა? იმ ტიპს არ ვიცნობდი. ხალხი რომელსაც არ ვიცნობ ყოველ წამს კვდება. თუ მე ყოველთვის ნერვული აშლილობა დამემართებოდა, როცა რაიმე საშინელი მოხდებოდა სამყაროში, მე საპირფარეშოს ვირთხაზე უფრო შეშლილი გამოვდიოდი.
იმ ღამით, ოთახში ცხრა საათზე შევედი დასაძინებლად, ჩემი ძილის დრო იყო. დედამ საბნის გვერდები შემომიკეცა, მითხრა მიყვარხარო, ვთქვი „ხვალ გნახავ“ მეთქი, მანაც იგივე მითხრა, შემდეგ შუქი გამორთო და კარი საიმედოდ მოხურა. როცა გადავბრუნდი, მარგო როთ სპიგელმენი დავინახე, რომელიც ჩემ ფანჯარასთან იდგა, სახით თითქმის შუშას ეხებოდა. წამოვდექი და ფანჯარა გავაღე, მაგრამ მინა ისევ ჩვენ შორის იყო აღმართული, მარგო ცუდად ჩანდა.
„გამოძიება დავიწყე“ მითხრა მთელი სერიოზულობით. შუშა მის სახეს ამახინჯებდა, მაგრამ შემეძლო მეთქვა, რომ ხელში პატარა რვეული ეჭირა, ფანქართან ერთად რომელსაც საშლელის გარშემო ნაკბილარები ეტყობოდა. თავის ჩანაწერებს დახედა. „ქალბატომა ფელდმენმა ჯეფერსონის სასამართლო პროცესზე თქვა, რომ გარდაცვლილის სახელი რობერტ ჯოინერი იყო. მითხრა რომ ის ტიპი ჯეფერსონ როუდზე ცხოვრობდა პროდუქტების მაღაზიის თავზე, ასე რომ იქ მივედი, ბევრი პოლიციელს მოეყარა თავი, ერთმა მკითხა, სკოლის გაზეთში ხომ არ მუშაობო, ვუპასუხე, ჩვენ სკოლას გაზეთი არ აქვს მეთქი, მითხრა თუ ჟურნალისტი არ ხარ შემიძლია კითხვებზე პასუხი გაგცეო. რობერტ ჯოინერი ოცდათექვსმეტი წლის ადვოკატი ყოფილა. ბინაში არ შემიშვეს, მაგრამ გარდაცვლილი ტიპის პირდაპირ ბინაში, ერთი ქალი, სახელად იანიტა ალვარესი ცხოვრობდა, მის ბინაში ისე შევედი თითქოს ერთი ჭიქა შაქრის თხოვნა მინდოდა, მითხრა რობერტ ჯოინერმა თავი იარაღით მოიკლაო. შევეკითხე რატომ მეთქი, თქვა ცოლს გაშორდა და ამაზე ბევრი იდარდაო.“
მარგო გაჩერდა, შევხედე, სახე ნახრისფერი, მთვარის შუქით განათებული და შუშის ათასობით პატარა ნაწილისგან დანაწევრებულივით ქონდა. მისი ფართო, მრგვალი თვალები ჩემსა და მის რვეულს შორის აქეტ იქით დარბოდა. „ბევრი ადამიანი განქორწინებულა, მაგრამ თავი არ მოუკლავს,“ ვუთხარი მე.
„ვიცი,“ თქვა მან, მის ხმაში აღელვება შევნიშნე, „ესმ მეც ვუთხარი იანიტა ალვარესს. მითხრა..“ მარგომ რვეულის ფურცელს თითი წაუკაკუნა. „მითხრა, რომ ბატონი ჯოინერი დეპრესიაში იყო. ვკითხე რა იგულისხმა, თქვა, მისთვის მხოლოდ ლოცვა შეგვიძლია და დროა დედას შაქარი წაუღოო, ვუთხარი აღარ მჭირდება მეთქი და წამოვედი.“
ისევ არაფერი მითქვამს. უბრალოდ მინდოდა ლაპარაკი გაეგრძელებინა—ეს წვრილი ხმა აღელვებული და დაძაბული იყო, თითქმის მივხვდი რატომაც, ისეთი შეგრძნება დამხვდა თითქოს ჩემ თავს რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა.
„მგონი ვიცი ეს რატომ მოხდა,“ თქვა ბოლოს
„რატომ?“
„იქნება მასში ყველა სიმი ჩაწყდა“ მიპასუხა მან.
სანამ ვცდილობდი იმაზე მეფიქრა რა პასუხი გამეცა მის შეკითხვაზე, წინ წავიწიე, და მინის ბარიერის საკეტს დავაწექი, და ფანჯარას მოვაშორე. მინა იატაკზე დავდე, ლაპარაკის საშვალება მაინც არ მომცა. სანამ უკან დაჯდომას მოვასწრებდი, თავზე დამადგა და დაიჩურჩულა, „დახურე ფანჯარა.“ ასეც მოვიქეცი. ვფიქრობდი, უნდა წასულიყო, მაგრამ ისევ იქ იდგა, მიყურებდა. ავხედე და გავუღიმე, მაგრამ მისი თვალები რაღაც სხვას მიშტერებოდა, ჩემ ზურგს უკან, რაღაც საზარელს, რის გამოც სახეზე სისხლი მოაწვა, შემობრუნების და დანახვის მეშინოდა. მაგრამ, ჩემს უკან არაფერი იყო, რათქმაუნდა—თუ იმ გარდაცვლილ ტიპს არ ჩავთვლით.
ცახცახი შევწყვიტე. ჩემი თავი მისი თავის დონეზე იყო, ერთმანეთს შუშის საპირისპირო მხრიდან მივაჩერდით. არ მახსოვს როგორ დამთავრდა—მე დავბრუნდი საწოლში თუ ის წავიდა, არაფერი არ დამთავრებულა. ჩვენ უბრალოდ ვიდექით, ერთმანეთს ვუყურებდით, უსასრულოდ.
მარგოს საოცრებები უყვარდა. და ამ ყველაფრის შემდეგ, მომავალშიც, ვერ ვწყვეტ ამაზე ფიქრს, იქნებ საოცრებები უყვარდა, ისე უყვარდა, რომ ერთერთი მათგანი გახდა.
|