მთავარი » 2015 » თებერვალი » 21 » If i stay / თუ დავრჩები
8:16 PM
If i stay / თუ დავრჩები

~''მჯერა, დაბრუნება შემიძლია. ისევ ჩამესმის მოწყალების დის სიტყვები, რომელიც მეუბნებოდა, შენ მიგყავს წარმოდგენა, ყველა შენ გელოდებაო.
გადავწყვიტე. უკვე ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე.
და ეს უფრო მაშინებს, ვიდრე სხვა დანარჩენი, რაც დღეს მოხდა.''

 

თუ დავრჩები გეილ ფორმანის 2009 წლის რომანია.ის მოგვითხრობს 17 წლის მია ჰოლზე,რომელიც ავტოკატასტროფის შემდეგ კომაში ვარდება. მია სხეულიდან გამოდის და მოვლენებს აკვირდება.მან ავტოავარიაში მშობლები და უმცროსი ძმა დაკარგა.როგორ მოიქცეს,დარჩეს სიყვარულის გამო ამ სამყაროში? მისი დარჩენის ერთადერთ მიზეზად ადამი რჩება - მიას შეყვარებული,მუსიკოსი,სიმპატიური ბიჭი. მია თავის წარსულის ფრაგმენტებსაც უყვება მკითხველს : როგორი რთული ურთიერთობა ჰქონდა ადამთან,რატომ შეუყვარდა ვიოლონჩელოზე დაკვრა და ა.შ. მია ყველასგან გასაკვირ არჩევანს აკეთებს... რომანის გაგრძელება, ,,where she went,, 2011 წელს გააცნო ფორმანმა საყვარელ მკითხველს.

  


ფილმში მიას როლს ქლოე მორეტზი,ხოლო ადამის როლს ჯეიმი ბრეკლი ასრულებს. პრემიერა 2014 წლის ნოემბერში შედგა.

  

  

პერსონაჟები:

მია ჰოლი:მია წყნარი,კეთილი,მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული გოგონა. ყველაფერთან ერთად,მას უყვარს საკუთარი ოჯახი,საკუთარი ჩელო და მეგობრები.მიას ჰყავს საუკეთესო მეგობარი - კიმი,რომელიც ხასიათებით მიას ძალიან ჰგავს.ასევე გოგონასთვის უძვირფასესია შეყვარებული - ადამი.

ადამ უაილდი: მიას შეყვარებული.ის უკრავს გიტარაზე და მღერის ბენდ "ვარსკვლავთცვენა"ში. ადამი კიმის დახმარებით საავადმყოფოში იპარება მიას სანახავად და გოგონას დარჩენას სთხოვს.

    

კიმ შჩეინი: მიას საუკეთესო მეგობარი. ისინი ერთმანეთს გვანან,სწორედ ამიტომ "გაშიფეს" გოგონები კიმის პირველივე დღეს.კიმი სარკასტულია და ჰყავს ემოციური დედა. კიმი ადამს საავადმყოფოში,ავტოკატასტროფის შემდეგ დაუმეგობრდა.

   

ტედი ჰოლი: მიას უმცროსი ძმა.მია საშინლად გიჟდება(ოდა) თავის ძმაზე.წიგნშ მია ძირითადად ტედიზე დარდობს.კეიტის თქმით (იხ.ქვემოთ) ტედიმ პირველად მია დაინახა,ამიტომ გულის სიღრმეში ის ეგონა დედამისი.

  

  

კეიტ ჰოლი : მიას დედა.მას უყვარს როკმუსიკა და ოჯახი.არის ლოიალური.მას არ მოსწონს მიას კლასიკური მუსიკით გატაცება,მაგრამ ეგუება.

დენი ჰოლი : მიას მამა.ის ახალგაზრდობაში როკ-ჯგუფში უკრავდა,მაგრამ ტედის დაბადების შემდეგ თავისი ჰობი "ფეხებზე დაიკიდა" და ნამდვილ მამობას მოჰკიდა ხელი.

პ.ს. იმედია ისიამოვნეთ ^_^ თარგმნილია ანი სტარკის მიერ.გადატანის შემთხვევაში მიაწერეთ წყარო!

 

კატეგორია: წიგნები | ნანახია: 1573 | დაამატა: Wasp | რეიტინგი: 3.5/4
სულ კომენტარები: 0
avatar