მთავარი » 2014 » სექტემბერი » 26 » ელეანორი და პარკი ♥
8:52 PM
ელეანორი და პარკი ♥

“Eleanor & Park reminded me not just what it’s like to be young
and in love with a girl, but also what it’s like to be young and in love with a book.”
— John Green, author of The Fault in Our Stars,
for The New York Times Book Review

ep1

Goodreads-ის 2013 წლის რჩეული ავტორის რეინბოუ როუელისწიგნი „Eleanor & Park“ ჯონ გრინისა და სტივენ ჩბოსკისმოყვარულებს მოეწონებათ, აუცილებლად. სხვებსაც, ალბათ.საჭირო არაა თინეიჯერი იყოთ, სხვებმაც წაიკითხეთ, დროს თუგამონახავთ და წიგნი ხელში ჩაგივარდებათ (თბილისში ამჟამად„სანტა ესპერანსაში“ იყიდება მხოლოდ). წაიკითხეთ, თუ აღარგახსოვთ, როგორ შეიყვარეთ პირველად; წაიკითხეთ, თუსაბარგულით მგზავრობდით; წაიკითხეთ, თუ ჭარბწონიანი,წითელთმიანი, ჭორფლებიანი გოგონა ხართ; წაიკითხეთ, თუთქვენს საშობაო სუფრას აკლდა ინდაური ან გოგრის ღვეზელი;წაიკითხეთ, თუ ბევრი და-ძმა გყავთ.

o

ამ წიგნის შესაფასებლად ენდი უორჰოლის საყვარელგამონათქვამს გამოვიყენებ – “Nothing Special”.

წიგნს არაფერიაქვს განსაკუთრებული. მწერლის სტილი გამორჩეული არაა, თემაგაცვეთილია, უცხოს

და ახალს ვერაფერს გადააწყდებით.საშუალო დონეზე მოთხრობილი ისეთი ისტორიაა, ყოველ ფეხისნაბიჯზე

რომ გადააწყდებით –შიმშილი. ძალადობა. აბუჩადაგდება. მუსიკა. სიყვარული. კომიქსები. ორი ზომით

დიდიტანსაცმელი. ჭარბი წონა. აბაზანა, რომელსაც კარი არ აქვს.კედელს შენარცხებული ბრინჯის პუდინგი.

მაგრამ ავტორიახერხებს გაგახსენოს, როგორ გიყვარდა, პირველად, თავდავიწყებით.

tumblr_mmi3l3iHTQ1r3ibgko1_500

Untitled

 

2013 წელს გამოცემულ ამ წიგნს ორი მთავარი პერსონაჟი ყავს –ელეონორი, არა ელე, არა ნორა, 

არა ელენა, ელეონორი დანახევრად კორეელი ბიჭი. მოქმედება ხდება 1986 წელსნებრასკაში.

ბავშვები 16 წლისანი არიან, ერთ სკოლაშისწავლობენ, დილით სკოლის ავტობუსს მიყვებიან,

გვერდიგვერდსხედან.

თანამედროვე ამერიკელ მწერალ რეინბოუ როუელსგამოცემული აქვს კიდევ ორი წიგნი - Fangirl და

Attachments,

კატეგორია: წიგნები | ნანახია: 1135 | დაამატა: Wasp | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1 dakodako2015 • 6:52 PM, 2014-10-17
აუ ეს წიგნი ძალიან მაინტერესებსს cry cry cry cry cry love love love
avatar