9:54 PM ალასკას ძიებაში. |
"ალასკას ძიებაში" არის ჯონ გრინის პირველი გამოქვეყნებული წიგნი. გამოვიდა 2005 წლის მარტში. Looking for Alaska-ს მთავარი გმირი ცხოვრებას ახალი ფურცლიდან იწყებს – მშობლების სახლიდან მიდის და სხვა ქალაქში, სხვა სკოლაში აგრძელებს სწავლას, იძენს ახალ მეგობრებს, სვამს საერთო საცხოვრებელში, სააბაზანოში ეწევა და საღამოს შვიდი საათის შემდეგ გოგონების ოთახში შესვლის შემთხვევაში, კარს ღიას ტოვებს, როგორც სკოლის შინაგანაწესი მოითხოვს. მაგრამ ყოველთვის არა. წარსულთან მას მხოლოდ კვირა დღის სატელეფონო ზარები აკავშირებს და გატაცება – იკითხოს ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიები და დაიმახსოვროს მათ მიერ წარმოთქმული ბოლო სიტყვები. მაილსს მეგობრები სახელსაც კი უცვლიან. ალასკა, ეს კლასში ყველაზე ლამაზი გოგონაა, რომლის ოთახი წიგნებითაა სავსე და რომელიც მარკესის პერსონაჟივით ტანჯვის ლაბირინთიდან გამოსასვლელ გზას ეძებს. ბავშვები სწავლობენ რელიგიების ისტორიას. მასწავლებელი მათ დაავალებთ პირველი სემესტრის ფინალური გამოცდისთვის დასვან ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა და უპასუხონ სამი რელიგიის – ქრისტიანობის, ბუდიზმის და ისლამის მიხედვით. ალასკა სვამს კითხვას: როგორ უნდა დავაღწიოთ თავი ტანჯვის ლაბირინთს? მაილსი და თავგადასავლებისმოყვარული სხვა ბავშვები კატას გამოთხრიან. კითხვა, რომელსაც ალასკა ხშირად სვამდა, მათთვის აქტუალური და მტანჯველი ხდება. მეორე სემესტრის ფინალურ გამოცდაში მაილსს ალასკას მიერ დასმული კითხვა შეხვდება. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა დავაღწიოთ თავი ტანჯვის ლაბირინთს?
წყარო : ლიტერატორის ბლოგი |
|
სულ კომენტარები: 1 | |
| |