...გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა, (ინგლ. One flew over the cuckoo's nest) — კენ კიზის რომანი (1962). ითვლება ბიტნიკებისა და ჰიპების მოძრაობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლიტერატურულ ნაწარმოებად. 1975 წელს ნაწარმოების მიხედვით მილოშ ფორმანმა გადაიღო ცნობილი ფილმი „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“.
რომანის შესავალში არის მიძღვნა: „ვიკ ლოველს, ვინც მითხრა, ურჩხულები არ არსებობენო და მერე იმათ ბუნაგში შემიყვანა.“
რომანის მოქმედება ვითარდება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. მთხრობელია ერთ-ერთი პაციენტი, ინდიელი ბრომდენი. ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია თავისუფლებისმოყვარული პაციენტი რენდლ პატრიკ მაკმერფი, რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ციხიდან ხვდება. სავარაუდოდ, ის იგონებს ფსიქიურ აშლილობას, რათა თავი დააღწიოს საკატორღო სამუშაოებს. სხვა პაციენტები რომანში წარმოდგენილნი არიან არა როგორც სულიერად დაავადებულები, არამედ როგორც საზოგადოების უმრავლესობის მიერ გარიყული ნორმალური ადამიანები. მაკმერფი უპირისპირდება მთავარ ექთანს, რომელიც მუშაობს საავადმყოფოს შესაბამის განყოფილებაში. მთავარი ექთანი, რომლის პირადი ცხოვრება არ აეწყო, ამყარებს საკუთარ ძალაუფლებას პაციენტებზე და საავადმყოფოს პერსონალზე. მოჯანყე და ინდივიდუალისტი მაკმერფი ებრძვის ექთნის მიერ დამყარებულ წესრიგს და ახდენს შესაბამის გავლენას პაციენტებზე, ასწავლის რა მათ ცხოვრებით ტკბობასა და ათავისუფლებს მათ ქრონიკული კომპლექსებისაგან. მაკმერფის ქმედებები მიდის საავადმყოფოს წესების დარღვევამდე, მათ შორის ღამის გართობამდე ალკოჰოლური სასმელის მიღებითა და მეძავების მონაწილებოთ. მთავარ ექთანს, რომელიც ადრინდელად ვეღარ აკონტროლებს სიტუაციას, გამოჰყავს მაკმერფი წყობილებიდან, სარგებლობს მომენტით და მას გზავნის ლობოტომიაზე. მაკმერფის ოპერაცია ანადგურებს, მაგრამ სხვა პაციენტები ხდებიან გაბედულები, თავდაჯერებულები და თავისუფლდებიან მთავარი ექთნისაგან.
ეკრანიზაცია - ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა
„ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ (ინგლ. One flew over the cuckoo's nest) — ამერიკული დრამა, რომელიც 1975 წელს გამოვიდა ეკრანებზე. ფილმი გადაღებულია 1962 წელს გამოცემული, ამერიკელი ნოველისტის, კენ კიზის რომანის მიხედვით „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“.
ჯეკ ნიკოლსონი - რენდელ მაკმერფი
ლუიზ ფლეჩერი - მედდა რეთჩიდი
უილიამ რედფილდი - დეილ ჰარდინგი
უილ სამფსონი - ბრომდენი
ბრედ დიურიფი - ბილი ბიბიტი
სიდნი ლასიკი - ჩარლი ჩესვიკი
დენი დევიტო - მარტინი
სანამ რომანი „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“ ეკრანებზე მოხვდებოდა, ის თეატრის სცენაზე დაიდგა. ბროდვეის სცენაზე, მაკმერფის კერკ დაგლასი ასრულებდა. მანვე იყიდა კენ კიზისგან ფილმის გადაღების უფლება 20 ათას დოლარად. კერკმა ფილმის გადაღების უფლება თავის შვილს მაიკლ დაგლასს გადასცა. კერკი ფიქრობდა, რომ მაიკლი ამ ფილმში მაკმერფის როლს მამას მისცემდა, თუმცა მაიკლმა ჩათვალა, რომ მამამისი ამ როლისთვის ზედმეტად ხანშიშესული იყო. ამ მიზეზით მამა-შვილი დიდი ხნის მანძილზე არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს.
თავად კენ კიზი, რომანის ავტორი, ამბობდა, რომ მას ფილმი არასდროს უნახავს. როგორც ჩანს, რეჟისორმა მას სერიოზულად დასწყვიტა გული. ის აპროტესტებდა რომანის მთავარი გმირის, ინდიელი ბრომდენის ფილმში უკანა პლანზე გადაწევას.
მცირე ამონარიდები რომანიდან "... გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა"
" მაგრამ ქალი მაინც იძულებულია ერთხელ კიდევ იცვალოს ნირი, ერთხელაც შეინიღბოს და დროზე დამალოს ჭეშმარიტი, საზიზღარი სახე."
".. მერე საკუთარი ტექნიკაც შეასწავლა; ასწავლა სიძულვილი არასდროს გამოამჟღავნოო, მუდამ შეინარჩუნე სიმშვიდე, დაელოდე და აუცილებლად მოიპოვებ თუნდაც სულ მცირე უპირატესობას, აუცილებლად მოესწრები მსხვერპლის ოდნავ მოდუნებას და უკვე მერეღა გაადცვი ყულფი, მაგრად მოუჭირე და აღარსდროს, არასდიდებით აღარ მოადუნოო, მხოლოდ ასე მოიყვან ჭკუაზეო, დაარიგა."
" .. ის და შავი ბიჭები ერთმანეთს სიძულვილის მაღალი ძაბვის ტალღით უკავშირდებიან და შავი ბიჭებიც ლამის იქამდე ასრულებენ ქალის ნებისმიერ ბრძანებას, სანამ თვითონ ფიქრს დაამთავრებდეს."
"აღგზნებული წესრიგი, ყოველდღიური ერთფეროვნებით დაჰიპნოზებული სახეები..."
"იმათაც ისევე აქცევს მთელის აუცილებელ, კარგად მორგებულ ნაწილებად, როგორც ადრე თვითონ აქციეს. ასე და ამ გზით ვრცელდება ბაცილა."
"აქაური ჰაერი სიცილისვის მეტისმეტად მაგრადაა კედლებით შეკუმშული."
"თერაპიული საზოგადოების ეს თერაპია იმდენჯერ მომისმენია, ზეპირად შემიძლია ჩავაბულბულო თავიდან ბოლომდე და ბოლოდან თავამდე - როგორ უნდა მიეჩვიოს კაცი ჯგუფში არსებობას, ვიდრე ნორმალურ საზოგადოებაში ფუნქციონირებას შეძლებს; როგორ შეუძლია ჯგუფს, ნებისმიერ თავის წევრს საკუთარი ზადი დაანახვოს; როგორ წყვეტს საზოგადოება, და მხოლოდ საზოგადპება, ვინ ნორმალურია და ვინ არა, შენ კი საზოგადოების ერთ-ერთო რიგითო წევრო, კეთილი ინებე და მოერგე და შეეწყვე ამ საზოგადოებას! აი, ასეთ რამეებს გვასწვალის ცნობილი თეორია."
"ხედავთ, ეს ყველაფერი ერთი დიდი სისულელეა, ერთი დიდი სისულელე."
"მე ვერაფერს გავაწყობ, გესმით, ვერაფერს... არ გესმით? მე მკვდარი დავიბადე. თქვენ არა. თქვენ მკვდრები არ დაბადებულხართ. ოოოხხხ, რა ძნელი იყო...“
„მაგრამ მისი სიტყვები უკვე აღარც ჩივილია, აღარც მობოდიშება და აღარც გაფრთხილება – ამისთანები დიდი ხანია მოთავადა. ძველი საათივითაა, ზუსტ დროს ვეღარ აჩვენებს, მაგრამ არც ჩერდება; ისრებდაგრეხილი, ციფერბლატზე რიცხვებგადაშლილი, ენაჩავარდნილი, ჟანგიანზარიანი ძველი, უვარგისი კედლის საათივით – უბრალოდ, ჩვეულების გამო აგრძლებეს წიკწიკს და გუ–გუს ძახილს, თორემ არც წიკწიკი და არც ეს ძახილი აღარაფერს ნიშნავს.“
" ... დანარჩენებს კაცურად გაცინებისაც ეშინიათ. თავიდანვე მაგან დამცენტრა - არავინ რო არ იცინოდა. რაც აქ შემოვედი, ჯერ გულიანი სიცილი არ გამიგონია, როგორი ამბავია?! გაცინებაც თუ ვეღარ მოახერხე მორჩა, საბოლოოდ დაბრედილი ხარ. ქალი თუ ეგრე გაათამამე, სიცილიც რო დაგავიწყოს, დაგრხევია და ეგ არი. ეჭვიც თუ გაგიჩნდა, მგონი ბაჯობაო, ჩათვალე..."
[ჯეკ ნიკოლსონი, ფილმში: "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა" ]
" თანამედროვე მსახვრალი მატრიარქატის წინააღმდეგ კაცს მხოლოდ ერთადერთი ნამდვილად ქმედითი იარაღი მოეძებნებბა, ოღონდ რათქმაუნდა ეს იარაღი სიცილი არ გახლავთ. არადა, ჩვენს მელანქოლიურად მოქანცულ და მოტიკაციურად გამოკვლეულ საზოგადოებაში ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხვდება, როგორ აქციოს უსარგებლოდ ის ერთადერთი იარაღიც და როგორ დაიპყროს ისინი, ვინც ერთ დროს დამპყრობლები იყვნენ."
"თავიდანვე ალალად გეუბნებით: მოთამაშე ვარ და წაგება არ მჩვევია."
"მოძრავი სამიზნისთვის მორტყმა მართლა ძნელი საქმეა."
"ზოგჯერ მავიწყდება კიდეც, რა ძალა აქვს სიცილს."
"ქალს ახლაც მშვიდი სახე აქვს, თითქოს სასურველი გამომეტყველების ნიღაბი შეკვეთით ჩამოუსხმევინებია და შეუღებინებია."
[ ლუის ფლეტჩერი, ფილმში: "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა". ]
თუ გინდა დაამარცხო, არ კმარა, სამიდან ორჯერ ან ხუთიდან სამჯერ აჯობო: უკლებლივ ყველა შეტაკებაში უნდა დააჩოქო. თუ არადა, როგორც კი ოდნავ მოადუნებ სიფხიზლეს, როგორც კი თუნდაც ერთხელ დათმობ, საბოლოო გამარჯვება იმას დარჩება."
" .. როცა ვიღაც ნატრობს, ცხოვრება გაგიმწაროს, მთავარია უზრუნველი და უდარდელი კაცის იერი შეინარჩუნო, უკეთესად ძნელად გააღიზიანებ."
" .. ისეთი გრძნობა გეუფლებოდა, თითქოს ამოდენა აეროდრომზე მარტოდმარტო იყავი დარჩენილი. მტრისგან დაცული, მაგრამ ყველასგან მიტოვებული."
"მკაფიო სახის ცქერა ტკივილაც გაყენებს კი გაყენებს, თითქოს შიგნიდან ხედავ ადამიანს."
"მე ძველებურად ვტივტივებ - სიმარტოვეში კიდევ უფრო მეტად ჩაკარგული, ვიდრე როდისმე."
"წარსულიდან უეცრად ამოტივტივებულ მოგონებას, ვერაფერს მოუხერხებ."
" კაცი მართლა მაგარი ვერასოდეს გახდები ნებისმიერი მოვლენის ან საგნის სასაცილო მხარის დანახვაც თუ არ შეგიძლია."
"დიდხანს ვიყურებოდი სარკეში; თავს ვიტეხდი, რანაირად შეიძლებოდა, რანაირად ახერხებდა ვიღაც, ასეთი გმირობა გამოეჩინა და საკუთარი თავისთვის არ ეღალატა, იმად დარჩენილიყო, რაც სინამდვილეში იყო."
"ვგიქრობდი, არა, ეს მე არა ვარ, ეს ჩემი სახე არ არის-მეთქი. არც ვიყავი. მაშინაც კი, როცა ვცდილობდი ყველანაირად სარკეში დანახულ სახეს დავმსგავსებოდი, სინამდვილეში მე - მე არ ვიყავი. მაშინაც კი. უბრალოდ, ის ვიყავი, რაც ვჩანდი, რის დანახვაც სხვებს უნდოდათ. ეტყობა, მე არც არასდროს ვყოფილვარ მე."
"სხვებისგან გამიჯვნა, განმარტოება და საკუთარ საფიქრალში ჩაკეტვა მხოლოდ აძლიერებს თქვენს გაუცხოებას."
"ხანდახან კაცმა წყენა უნდა ჩაყლაპო კიდეც, რაღაცეებზე თვალი უნდა დახუჭო, სიამაყესაც მიაფურთხო."
"მამა ამბობს, ფრთხილად თუ არ ქენი, ასე თუ ისე ხალხი მაინც გაიძულებს ის აკეთო, რაც იმათი აზრით შეგეფერაბაო; არადა, ჯორივით თუ გაჯიუტდი, მაშინ მთელი ცხოვრება საპირისპიროს კეთებას გადაყვები, ოღონდ უკვე ვიღაცის ჯიბრითო."
[ "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა". ]
" ადრე არც მიფიქრია, სულიერი ავადმყოფობა ძალაუფლების გარკვეულ ასპექტსაც თუ შეიცავდა. არა, წარმოგიდგენიათ? თურმე რაც უფრო გიჟია კაცი, შეიძლება მით უფრო მეტი ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში. მაგალითად თუნდაც ჰიტლერი გამოდგება. მთელი ეს ამაოების ბაზარი გონებას გიფანტავს კაცს, არადა ღირს ამ ამბავზე სერიოზული დაფიქრება."
" კაცს ცვლილებას მაშინ შეატყობ, როცა დიდი ხნის უნახავს შეხვდები, ყოველდღე თუ უყურებ, დილა-საღამოს, ვერაფერს შეამჩნევ, რადგან ცვლილბა თანდათანობით ხდება."
" თუკი წონასწორობის შენარჩუნება გინდა, თუკი ცდილობ, ცხოვრებამ ჭკუიდან არ გადაგიყვანის, ყველაფერზე უნდა იცინო, რაც ტკივილს გაყენებს."
"ადრე თუ გვიან ადამიანები აუცილებლად მოიძულებენ იმათ, ვინც ჩვეულებრივზე მეტს აძლევთ - სანტა კლაუსებს, მისიონერებს, საქველმოქმედო ფონდების დამაარსებლებს, აუცილებლად უჩდებათ ეჭვი და მოსვენებაც ეკარგებათ, რა უნდათ, თვითონ რა გამორჩენა აქვთ ამ ყველაფრიდანო?"
" ძძძინ. ნუ ამთქნარებ იცოდე, საყვარელო ბიცოლა, მებადური ძველი, ქათმებს იჭერ ხელით... ცხრაკლიტურში კედავ, რას უპირებ ნეტავ... გუნდში სამი ბატი გვყავს, მეტი არ გაბადია... ერთი მოფრინდა ერთი გაფრინდა, გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა... აყიყინდა - გამოდი, ჩვენ ეზოში ჩამოდი."
" ერთადერთი, რაც სიგიჟისკენ გიბიძგებს კაცს, საზოგადოების მხრიგან გამოვლენილი დაუნდობლობაა."
" ... იმ განცდამ დამაავდმყოფა, რომ საზოგადოების დიდი ვეებერთელა, მაკაცრად გახევებული საჩვენელი თითი მუდმივად ჩემკენ იყო მოშვერილი და მილიონხმიანი ქოროც - სირცხვილი, სირცხვილი-ო გუგუნებდა გაუთავებლად. ეტყობა, საერთოდ ესაა სხვანაირებთან საზოგადოების ურთიერთობის ფორმა."
"არა, სინამდვილეში არაფერი ეს არ ხდება. ეს კაფკას, მარკ ტვენის და მარტინის ფანტაზიების ერთობლივი ნაყოფია."
|